ბელორუსი რუსული გაზის დავალიანების საფასურს ორი კვირის განმავლობაში გადაიხდის. განცხადება ამის შესახებ დღეს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვლადიმერ სემაშკომ გააკეთა.
იმის გამო, რომ ბელორუსს გაზის დავალიანება არ გადაუხდია, რუსულმა "გაზპრომმა" 10:00 საათზე გაზის მიწოდების შეზღუდვების განხორციელება დაიწყო. ეს განკარგულება პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასცა.
"იმედი გვაქვს, რომ ორ კვირის განმავლობაში მოვძებნით საშუალებას, ვისესხებთ, მაგრამ გაზის გაზის დავალიანებას გადავიხდით", _ განაცხადა სემაშკომ და აღნიშნა: "არც ვმალავთ, რომ რთულად გვაქვს საქმე ვალუტასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ რეალურად დროში ჩავჯდეთ და გაზის დავალიანება გადავიხადოთ, უნდა ვისესხოთ".