მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი რომელიც დასავლეთის მიმართ თავისი ხისტი გამონათქვამებითაა ცნობილი, ხოლო ბოლო დროს აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთთან ურთიერთობების დათბობას, ნებისმიერ მომენტში შეძლებს დასავლეთს მუშტი დაანახოს. _ წერს ""Newsweek" -ი და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს სულაც არ უთქვამს უარი რუსეთისათვის "ველიკი დერჟავის" სტატუსის დაბრუნებაზე, "იგი უბრალოდ, დროებით, შერბილდა და მოდუნდა რადგანაც მსოფლიო ტენდენციები მაინც რუს პრემიერზე მუშაობენ".
სტატიის ავტორები ოუენ მეტიოზი და ანნა ნემცოვა აღნიშნავენ პუტინის იმიჯის აშკარა ტრანსფორმაციას, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებისამებრ აკრიტიკოს დასავლეთი, გულშემატკივრობს აშშ-სთან შეთანხმებებს და ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის სფეროში ევროკავშირთან ახალ პარტნიორობაზე მუშაობს.
თუმცა, სტატიის ავტორთა აზრით, ამასთან ერთად, პუტინს არ ავიწყდება თავისი მიზნები და სიტუაციის კონტროლი. ასე, მაგალითად, ყირგიზეთთან დაკავშირებით, პრემიერი თავშეკავებულად იქცევა და იმავე დროს გეგმიურად ამყარებს მოსკოვის ლიდერობას ცენტრალურაზიურ თავდაცვის ბლოკში.
ასეთი დათბობის მიზეზად გამოცემა, ასახელებს იმას, რომ რუსეთს ძალიან სჭირდება უცხო ქვეყნის ინვესტიციები. როგორც კი პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს და როგორც კი მას ეხ დასჭირდება, იგი აუცილებლად ძალას დაანახებს ყველას.