ავღანეთის აღმოსავლეთით ნატოს ვერტმფრენი დაიმტვრა. ვერტმფრენში 15 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი ავსტრალიისა და აშშ-ის ერთი მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენზე შეტევა მიწიდან არ განხორციელებულა. ავღანეთში განთავსებული ავსტარლიის კონტიგენტი 1500 ადამიანს შეადგენს.
მედიის ცნობით, 2010 წლის ივნისი დანაკარგების მხრივ ავღანეთში ნატოს ჯარების ყოფნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თვე იქნება. უკანასკნელი მონაცემებით, ივნისში 57 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 35 ამერიკელია. ნატოს კონტიგენტმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2009 წლის ივლისში განიცადა. მაშინ 75 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.