საქართველოს პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს დღეს მოუსმენს. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დილის 12:00 საათზე მივა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დეპუტატებს საკუთარ ყოველწლიურ მოხსენებას გააცნობს.
წინასწარი განცხადებების მიხედვით, ეს იქნება გამოსვლა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური ყველა სფეროს შეეხება.
მიმართვის დასრულებისთანავე, დარბაზში პოლიტიკური დებატები უნდა დაიწყოს.
მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან შენიშვნებსაც ელის. მსგავსი მოლოდინი აქვს ოპოზიციასაც, რომელიც ბოლო პერიოდის აქტუალურ თემებზე მწვავე შეკითხვების დასმას აპირებს.
მინისტრების ნაწილთან ერთად, ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინიტრი, გიორგი კვირიკაშვილიც ჩავა.