პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით 4 ივლისს შედგება.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის კენჭისყრის შედეგების 94%-ია დათვლილი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერმა ბონისლავ კომაროვსკიმ ხმათა 40.13%, ხოლო ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმამ, პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ - 37.42%..
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის მთავარმა ფავორიტებმა ერთმანეთს არჩევნებში მიღწეული წამატება უკვე მიულოცეს.
პოლონეთის ცესკოს მონაცემებით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 54.02% მიიღო.
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში ტრაგიკულად დაღუპვის გამო დაინიშნა. სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის კატასტროფის დროს ქვეყნის პირველი პირი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, მთავრობის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.