„მოგიწოდებთ, ჟურნალისტთა კორპუსს, სად გადის ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი კრიტიკისა და ლანძღვის კონტექსტში, კარგად იყოს გაცნობიერებული და გაითვალისწინოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წვერმა ევა გოცირიძემ, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ განაცხადა.
ევა გოცირიძის თმით, არსებული გამოხატვის თავისუფლება იმ დოზით, რაც დღეს საქართველოშია, მისთვის მიუღებელია.
„ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული მიდგომა, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ გვაქვს მყარი პოზიცია რა უნდა გაკეთდეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც ახლა ხდება აბსოლუტურად მიუღებელია.
ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო სისტემის ასეთი ლანძღვას, კონკრეტული მოსამართლეების, მათი ინდივიდუალური რეპუტციის შელახვა, მათი დაშინება და დაშანტაჟება ისეთი სიტყვებით, როგორიც არის მაგალითად, მრავალათასიან მიტინგზე თქმა იმისა, რომ მე თქვენ გპირდებით, რომ ესადაეს მოსამართლე ვერასდროს გახდება მოსამართლე, აუცილებლად დატოვებს სასამართლო სისტემას, რომ მის ფეხქვეშ მიწა დაიწვება, მოსამართლეების მოხსენიება დამამცირებელი ეპითეტებით, როგორიცაა მონა, ზონდერ მოსამართლე, შაჰიდი მოსამართლე, ჯიბის მოსამართლე, მაფიოზი, უმარავი და ა.შ. ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს საქმე, ამით ჟურნალისტებიც უნდა დაინტერესდნენ“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა გადაცემის წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს მოუწოდა დაიწყოს საჯარო დისკუსია, რა არის გამოხატვის თავისუფებისგან განუყოფელი მოვალეობა და პასუხისმგებლობა.
„მე მაინტერესებს, საქართველოს ჟურნალისტებს და საზოგადოებას, ყველას ვინც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს, აქვს თუ არა სრულად და კარგად წარმოდგენილი და გააზრებული, რა არის გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. აქვთ თუ არა კარად გააზრებული დასაშვები კრიტიკის კონცეფცია სახელმწიფო მხეელებთან და მათ შორის, კონკრეტულად მოსამართლეებთან მიმართებაში ხდება თუ არა შეფასება, არღვევს თუ არა ვინმე და მათ შორის ჟურნალისტები, ამ დასაშვებ კრიტიკას“, - განაცხადა ევა გოცირიძიემ.