დღეს, 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეს ეჟი ბუზეკოს შეხვდება, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბუზეკო მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და დუმის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან სერგეი მირონოვთან და ბორის გრიზლოვთან გამართავს.
შეხვედრაზე სავარაუდოდ მხარეები საერთაშორისო თანამშრომლობის და ადამიანის უფლების დაცვის საკითხებს განიხილავენ.