საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ გასული 4 წლის მანძილზე ქვეყანაში კორუფციის მხრივ ვითარება გაუარესდა. 41% მიიჩნევს, რომ კორუფციის მიმართულებით მდგომარეობა უცვლელია, 14% კი ფიქრობს, რომ ვითარება გაუმჯობესდა. მოსახლეობის 15%-ს კი აღნიშნულ საკითხზე პოზიცია არ აქვს.
2016 წლის გამოკითხვის შედეგები ასეთი იყო:
- კორუფციის მხრივ ვითარება გაუარესდა - 44%
- კორუფციის მხრივ ვითარება გაუმჯობედა - 7%
- კორუფციის მხრივ ვითარება უცვლელია - 33%
- უარი პასუხზე - 6%
22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.