ბელორუსის დელეგაცია "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს მოსკოვში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსის" ბელორუსიის ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილეზე, ედუარდ ტოვპენეცზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, "გაზპრომში" მოლაპარაკებები ხვალ დილით, 07:00 საათზეა დაგეგმილი.
ბელორუსის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანატოლი ფილონოვი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში "ბელტრანსგაზის" ხელმძღვანელობაც შედის.
შეხვედრაზე საუბარი ევროპაში გაზის ტრანზიტის საკითხს და მასთან "გაზპრომისადმი" დავალიანების კავშირს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ "გაზპრომმა" ბელორუსს დავალიანების დასაფარად ხუთდღიანი ვადა მისცა. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კი გაზის მიწოდების 85%-იანი შეზღუდვით დაემუქრა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსიას "გაზპრომის" დავალიანება არ აქვს.