დღეს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 26 ადამიანი შეეწირა, ხოლო 50 დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რეგნუმი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებში და ჭრილებში უმეტესობა ქალები და ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან დაჭრილების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ბაღდადის იარმუკის რაიონში ორი დანაღმული ავტომობილი ერთდროულად აფეთქდა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ.