ბოლო კვლევამ მნიშვნელოვანი ფაქტი გამოავლინა: ადამიანებისთვის, ვინც ინტერნეტთან დიდ დროს ატარებს, ანორექსიის საფრთხე გაცილებით აქტუალურია, ვიდრე სხვებისთვის.
პირველ რიგში, საუბარია სოციალურ ქსელებზე. დადგენილია, რომ დიდი დროის განმავლობაში მათი ქსელში ყოფნა ხშირად ხდება ადამიანის კვებითი აშლილობის მიზეზი. ამ პრობლემას ყველაზე ხშირად ახალგაზრდა გოგონები ექვემდებარებიან.
ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გოგონები დღეში მინიმუმ ერთ საათს ატარებდნენ სოციალურ ქსელში. მიმდინარეობდა დაკვირვება მათ საქციელსა და ჯანმრთელობაზე. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ძალიან მტკივნეულად რეაგირებდნენ სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოფენილ ფოტოსურათებსა და ჩანაწერებზე.
პოზიტიური კომენტარებისა და `მოწონებების~ ნაკლებობა ხშირად იწვევდა დეპრესიის ნიშნებს და დაბალ თვითშეფასებას. შედეგად, გოგონებს ერღვეოდათ კვების ჩვეული ქცევა.
ახალგაზრდა გოგონათა შორის ანორექსიის პრობლემა ძალიან აქტუალურია, ხშირად შეგნებულ შიმშილს ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ. როგორც ირკვევა, სოციალური ქსელი საფრთხის შემცველია.