"დღეს ხალხმა უნდა აირჩიოს ის, ვინ პოლონეთს სწორი გზით წაიყვანს", - ამის შესახებ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიტატის ბონისლავ კომაროვსკიმ საკუთარი არჩევნის გაკეთების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, წინა საარჩევნო კამპანიაზე სმოლოენსკის ტრაგედიამ და პოლონეთში მომხდარმა წყალდიდობა დიდი გავლენა იქონია.
"მთელი ჩემი წინასაარჩევნო კამპანია ამ ორი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით მიმდინარეობდა. ამიტომ, ის არ იყო ძალიან მკვეთრი და აგრესიული. დადგა დროს პოლონეთის დემოკრატიის გამოცდის. დღეს ხალხმა უნდა აირჩიოს ის, ვინც მართლა უყვარს და პოლონეთს სწორი გზით წაიყვანს", - განაცხადა კომაროვსკიმ.
ამასთან, ტრაგიკულად გარდაცვლილი პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალმა ძმამ, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და იმედია გამოთქვა, რომ არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწობს ხელს.
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ძირითად კანდიდატებად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი ბონისლავ კომაროვსკი და ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა, პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი სახელდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში ტრაგიკულად დაღუპვის გამო დაინიშნა. სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის კატასტროფის დროს ქვეყნის პირველი პირი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, მთავრობის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.