ლოს -ანჟელესის აეროპორტში ტერაქტის საშიშროების გამო რამდენიმე რეისი გადაიდო.
"სი-ენ-ენს" ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ლოს-ანჟელესის აეროპორტში განაცხადა, რომ მას თან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე რეისი გადაიდო და აეროპორტი დროებით დაიკეტა.
თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა მგზავრების ბარგიდან ჩანთა აიღო, ერთ-ერთი ტერმინალისკენ გაიქცა და განაცხადა, რომ თან ბომბი ჰქონდა.
პოლიციამ მისი დაკავება მალევე შესაძლოა, რომელსაც არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება თან არ აღმოჩნდა.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.