ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ასირიელ მოსახლეობას ხაბ-ნისანის დღესასწაულს ულოცავს.
"გაზაფხულის დადგომისა და ბუნების გამოცოცხლების, სიყვარულისა და განახლების - ამ ლამაზ დღესასწაულს ვულოცავ საქართველოს ყველა ასირიელ მოქალაქეს და ვუსურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის მშვიდობის, ხვავისა და ბარაქის, ბედნიერებისა და ყოველივე სიკეთის საწყისი. ღრმად მწამს, ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის სახელმწიფო ძალისხმევას არ დაიშურებს"- ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.
ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, მას 1 აპრილს აღნიშნავენ.