უკრაინის, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტს ჯერჯერობით არ შეუძლია ის ფინანსური პირობები დააკმაყოფილოს, რომელიც ირლანდიური ლოუ-კოსტერის მუშაობისთვისაა აუცილებელი.
როგორც აეროპორტის ხელმძღვანელი პაველ რიაბიკინი აცხადებს, იმ ტარიფებს, რომელსაც Ryanair-ი ითხოვს, აეროპორტს ამჟამათ მისი უზრუნველყოფა არ შეუძლია.
„ჩვენ მათ საჯარო ოფერი შევთავაზეთ“, აცხადებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ Ryanair-ს თავისი პირობები აქვთ და თუ ქვეყანას ამ ავიაკომპანიის მოზიდვა სურს, მაშინ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრძანება უნდა შეიცვალოს და ტარიფების ცვლილება განხორციელდეს, რაც ყველა ავიაკომპანიას უნდა შეეხოს.
მისივე ინფორმაციით, 3 აპრილისთვის უკრაინას Ryanair-ის ტექნიკური ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ბორისპოლის, ლვოვისა და სხვა ქვეყნის სხვა აეროპორტების ტექნიკურ მდგომარეობას გაეცნობიან.