თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TÜİK) მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკამ 2016 წელს 2,9%-იანი ზრდა განიცადა, მაშინ როდესაც სამიზნე მაჩვენებელი 2,2% გახლდათ.
აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის საშუალო ვადიანი ზრდა, 3,2%-ის დონეზე განისაზღვრა.
სტატისტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდა 3,5%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 10 ათას 807 დოლარი გახდა.