2017 წლის ბოლომდე სასტუმრო ბიზნესს მსოფლიოში დამატებით მილიონზე მეტი სასტუმრო ნომერი დაემატება. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული კონსალტინგური სააგენტო Lodging Econometrics-ი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში 3,6 ათასი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
სასტუმრო ნომრების მშენებლობით, კომპანიების მიხედვით, მოწინავე პოზიციაზე Marriott International-ი (2,2 ათასი ობიექტი, 368 ათასი ნომერი), მეორე ადგილზეა — Hilton Worldwide (1,8 ათასი ობიექტი, 283 ათასი ნომერი), შემდეგ მოდიან IHG (1 ათასი ობიექტი, 209 ათასი ნომერი) და Choice Hotels (488 ობიექტი, 42 ათასი ნომერი).
ყველაზე დიდი რაოდენობით ახალი სასტუმროების გახსნა დაგეგმილია აშშ-სა და ჩინეთში.