საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტს ახორციელებს.
პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.
საველე სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიული მონაცემები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავდება და მსოფლიო ლიდერი სანავიგაციო კომპანიები (Google, Tomtom) ამ მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.
საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს.
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია.