საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ კვლევას ჩაატარებს, რომელიც პროგნოზის განსაზღვრის საშუალებას მიცემს.
„იცით ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად იმ კვლევების მიმართ, რომელიც კეთდება სხვა სუბიექტების მხრიდან. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების წინ. არჩევნების წინ ვამბობდით, რომ ეს კვლევები არ იძლეოდა არჩევნების შედეგების გამოცნობის შესაძლებლობას განსხვავებით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებისგან. ჩვენ ვენდობით ჩვენს კვლევებს და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, ჩავატარებთ ჩვენს კვლევას და ეს კვლევა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება, მათ შორის, მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვართ, რომ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ არის მაღალი და შესაბამისად, შედეგი მომდევნო მუნიციპალურ არჩევნებში იქნება ძალიან მაღალი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.