აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში რეგიონული კავშირებისა და ტრანსპორტის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით 114 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 14.3 კილომეტრის სიგრძის შემოვლითი გზა, რომელიც გვერდს აუვლის სიდიდით მეორე ქალაქს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მდებარე ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო-სავაჭრო კვანძს–საპორტო ქალაქ ბათუმს.
“საქართველოს გააჩნია შესაბამისი მონაცემები გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრი კავკასიის რეგიონში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ზრდას და განვითარებას. აზიის განვითარების ბანკი მიზნად ისახავს პროექტის საშუალებით შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებისა და მდგრადი საგზაო ქსელის ჩამოყალიბების საკითხებში", განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.