თუ თურქეთი ირანთან ურთიერთობას გააღრმავებს და ისრაელთან კონფლიქტს განაგრძობს, ეს მას ძვირად დაუჯდება. თურქეთმა სომხების გენოციდის რეზოლუციის მიღებასთან დაკაშირებით საწინააღმდეგო მოქმედებებში, შესაძლოა, მხადაჭერა, დაკარგოს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა გავლენიანმა კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან მაიკლ პენსმა.
მაიკლ პენსი ერთ-ერთი კონგრესმენი იყო, რომელმაც სომხების გენოციდის აღიარების რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. თუმცა აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდი მართლაც განხორციელდა.
"თურქეთი აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორია, მაგრამ ვამტკიცებ, რომ გენოციდის აღიარების მომენტი ჯერ კიდევ არ მომწიფებულა", _ განაცხადა კონგრესმენმა.