საუდის არაბეთი და საქართველო ტურიზმის სფეროში ითანამშრომლებენ. როგორც ირკვევა, საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა 27 მარტს გამოსცა განკარგულება N: A/135, რომლის თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა მიანიჭა უფლებამოსილება საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი და მისი სამომავლო ხელმოწერის საკითხი.
ეს არის წინაპირობა იმისა, რომ მემორანდუმის ტექსტის საბოლოო შეთანხმების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიხილოთ ზემოაღნიშნული კომისიის პრეზიდენტი, მეფე სალმანის შვილი, პრინცი სულტან ბინ სალმან ალ-საუდი.
აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა (რომლის ინიციატორიც და აქტიური ხელშემწყობი ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო საქართველოს საელჩო რიადში) საგრძნობლად გაზრდის საქართველოში მიმავალ საუდელ ტურისტთა რაოდენობას და ტურიზმის დარგში მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.