დღეს, „არჩევანის“ ეთერი „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნათ. ისინი კვლავ ითხოვენ ხელისუფლებისგან დახმარებას და ხანძარს განძრახ გაჩენილად მიიჩნევენ.
„ჩვენ ამ გზით მოგვიშორეს თავიდან. სანამ დაიკეტებოდა, ჭერზე დარბოდა ვიღაცა და რა ხდებაო, ვიძახდით. არ ვიცი, რა დაყარეს, რა ქნეს. 4-ის ნახევარზე რო გამოვედი ადგილზე, ნახევარი ბაზარი უკვე დამწვარი იყო და სახანძრო მაშინ მოვიდა. ყველა დამნაშავეა ამაში,“ - აცხადებს დაზარალებული.
მათი განცხადებით, რამოდენიმე მოვაჭრემ ადრე სცადა მისი საქმიანობის დაზღვევა, თუმცა სადაზღვეო კომპანიებმა უარი უთხრეს.
დაზარალებულები ითხოვენ, რომ მათი საქმე პოლიტიკური ქულების დასაწერად არ გამოიყენოს ვინმემ. მათი თქმით, შიმშილობის დაწყებიდან მალევე, მათთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და დახმარება შესთავაზეს, თუმცა უარი განუცხადეს.