პარტია „გირჩის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ ვიზალიბერალიზაციისგან მოსალოდნელ სარგებელზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ მოკლევადიან ტურისტულ ვიზიტებზე არ უნდა გაჩერდეს ხელისუფლება და შემდეგ ეტაპზე მუშაობის უფლების მოპოვებაც უნდა მოხდეს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ დროებითი სამსახურის ნახვა ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში.
„შესაძელებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები მიემგზავრებოდნენ ევროკავშირში ან შენგენის ზონის რომელიმე წევრ სახელმწიფოში და იქ მოკლე ვადით იყვნენ დასაქმებულები. მათ შეეძლებათ შეიძინონ ახალი გამოცდილება და შემდგომ გამოიყენონ საქართველოში, რათა აღარ დაჭირდეთ დასასაქმებლად სხვაგან წასვლა და აქ გამოიყენონ საკუთარი გამოცდილება. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და შესასრულებლად შესაძლებელია. ჩვენ ამის შესახებ უნდა მოვილაპარაკოთ ევროკავშირთან.“- განაცხადა გია ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ამ საკითხზე არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება და საქართველოსთვისაც შესაძლებელია მსგავსი უფლების მოპოვება.