29 მარტს, 18 საათზე, გაიმართება რადიო „თავისუფლების დღიურების“ მეთერთმეტე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. „თავისუფლების დღიურები“ რადიო „თავისუფლების“ პროექტია. მის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, განსხვავებული შეხედულებების ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლებიც ყოველი წლის დასაწყისში წიგნად იკინძება და ერთგვარად აჯამებს განვლილ 365 დღეს. „თავისუფლების დღიურები 2016“-ს, ისევე, როგორც მის ყოველ წინამორბედს, 52 ავტორი ჰყავს. პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს მწერალთა სახლში (ივანე მაჩაბლის #13).