აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. სოფელ ავდეევკაში სეპარატისტთა იერიშს 3 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ოფიციალური კიევის მტკიცებით, სეპარატისტებმა უკრაინული პოზიციები გრადებით დაბომბეს. დონბასის დეფაქტო ლიდერები კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ.