მარკ ტვენის მანამდე უცნობი ხელნაწერი ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე 242 ათას 500 დოლარად გაიყიდა.
65 გვერდისგან შემდგარი ხელნაწერი მწერლის ახალგაზრდულ წლებში შექმნილ პატარა მოთხრობებსა და ესეებს შეიცავს და "საოჯახო ჩანახატები" ეწოდება. ხელნაწერი მარკ ტვენმა ქალიშვილს სიუზის მიუძღვნა, რომელიც 24 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარაიცვალა.
აუქციონის ორგანიზატორები ხელნაწერის გაყიდვას 120-160 ათას დოლარად იმედოვნებდნენ. ახალი მფლობელის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება.
"საოჯახო ჩანახატები" ჟურნალისტ ჯეიმს კოპლის სხვა დოკუმენტებთან ერთად ეკუთვნოდა. აუქციონზე გამოტანილი კოპლის კოლექცია მარკ ტევნის ხელნაწერის გარდა მარია კიურის, ალბერტ ეინშტეინის, ჩარლზ დიკენსის, მახათმა განდისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ხელნაწერებს შეიცავდა. სულ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 556 ლოტი. ვაჭრობის მსვლელობისას აუქციონის ორგანიზატორებმა 2 მლნ 210 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღეს.