ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მსოფლიოში უფრო პოპულარულია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ვაშინგტონს კვლევითმა ცენტრმა "პიუ"-მ წარუდგინა.
გამოკითხვა მსოფლიოს 22 ქვეყანაში მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეებში ჩატარდა.
ამერიკაში ობამასადმი ნდობა 65% გამოხატა და გამოკითხვაში აშშ-მ ობამას პოპულარობის კუთხით მეათე ადგილი დაიკავა.
ყველაზე მაღალი ნდობა ბარაკ ობამას კენიის მოსახლება გამოუცხადა. აშშ-ს პრეზიდენტმა კენიაში ნდობის კუთხით 95%^მიიღო, გერმანიაში - 90% და საფრანგეთი 87%. პაკისტანის მოსახლეობაში კი ობამას ყოველი მე-12 ადამიანი ენდობა, რუსეთში კი მას ნდობას 41% უცხადებს, რომელიც გასულ წელთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე კარგი დამოკიდებულება აშშ-ს მიმართ ასევე კენიაში 94%-თ გამოხატეს, რაც სავარაუდოდ კენიაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოპულარობას უკავშირდება. ნიგერია და სამხრეთ კორეაში აშშ -ს რეიტინგი 79%-ია. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებში აშშ ყველაზე პოპულარული პოლონეთშია - 74%, ხოლო რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს მიმართ 57% დადებითად არის განწყობილი.