ორმა ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეიტსმა და უორენ ბაფეტმა საჯაროდ განაცხადეს, რომ თავიანთი ქონების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარენ და შესაბამისი მოწოდებით სხვა შეძლებულ ადამიანებსაც მიმართეს.
მათ ჟურნალ "ფორბსის" რეიტინგში შემავალ მილიარდერებს პეტიცია უკვე გაუგზავნეს და შესთავაზეს ისტორიაში უმსხვილესი საქველმოქმედო ინიციატივაზე ხელი მოეწერათ.
მათი აზრით, თუ ყველა ამერიკელი მათ მოწოდებას მიიღებს, შემოწირულობის თანხა 600 მლრდ დოლარს მიაღწევს.
გეიტსისა და ბაფეტის მიმართვის მიხედვით, ქონების ნაწილი ქველმოქმედებას შეძლებული ადამიანების სიკვდილის შემდეგაც მოხმარდება.
გასულ წელს აშშ-ში ქვლმოქმედებისთვის გაღებული თანხა 2008 წელს დაფიქსირებული 315-დან 30,75 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
კომპანია Mიცროსოფტ-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის ქონება 53 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ცნობილი ინვესტორის უორენ ბაფეტის 47-მილიარდიანი ქონება მილიარდერთა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.