მიზნობრივ ჯგუფებს მედიკამენტებს სახელმწიფო დაუფინანსებს, - დაგეგმილ ცვლილებებზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სტაციონარში მკურნალობისას მედიკამენტი პაციენტებისთვის ფინანსდებოდა, თუმცა წამლების ის ნაწილი, რაც ქრონიკული დაავადებებისას უნდა მიიღონ მოქალაქეებმა, საავადმყოფოს გარეთ პრობლემური იყო.
მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მათი რაოდენობა 1 700 000-მდეა.
ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად.