გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სოფლის მეურნეობის დარგში ფრანგ ექსპერტებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში ინიცირებულ პროექტზე იმსჯელეს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში მესაქონლეობის განვითარებას და ფერმერულ მეურნეობას.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოზე მიყენებული ზიანის კუთხით განიხილეს მონიტორინგის საკითხები, კანონმდებლობა, რეგულაციები და სტანდარტები განიხილეს.
მხარეები ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.