ისრაელი ღაზის სექტორის ბლოკადას შეარბილებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობის უშიშროების საბჭომ ორდღიანი კონსულტაციების შედეგად მიიღო. ბლოკადა ისრაელმა მას შემდეგ შემოიღო, რაც პალესტინის ტერიტორიის აღნიშნულ ნაწილზე ხელისუფლებაში რადიკალური ისლამური მოძრაობა ჰამასი მოვიდა.
ისრაელი ნებადართული პროდუქციის სიას გაზრდის, რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო პროექტების რეალიზაციისათვის. აღნიშნული ნუსხა ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალებს შეიცავს.
ისრაელის ხელისუფლება დათმობაზე საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის შემცირების მიზნით წავიდა, რომელიც ღაზაში სამშვიდობო ფლოტილიაზე თავდასხმის გამო დაიმსახურა. ისრაელის სპეცსამსახურების ოპერაციის მსვლელობისას ცხრა ადამიანი დაიღუპა.