ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი Airbus А320, რომელიც კიევის აეროპორტშია (ჟულიანი) ბაზირებული, ლოკაციას იცვლის და ეკიპაჟთან ერთად დროებით ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში გადადის, საიდანაც ფრენებსაც განახორციელებს.
აღნიშნული კი კიევის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენის ზოლის რეაბილიტაციას უკავშირდება.
როგორც ბორისპოლის აეროპორტში განმარტავენ, ისინი მზად არიან მიიღონ ყველა რეისი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო კიევის აეროპორტი ვეღარ მიიღებს. ამისათვის კი მთლიანად იქნება გამოყენებული D ტერმინალის სიმძლავრე.
აღსანიშნავია, რომ კიევის აეროპორტი სარემონტო სამუშაოების გამო, რეისებს 14 მაისიდან 24 მაისამდე ვერ მიიღებს.