2016 წელს სირიის კონფლიქტს ბავშვების რეკორდული რაოდენობა ემსხვერპლა. საგანგაშო სტატისტიკას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. გაეროს ბავშვთა ფონდის, "იუნისეფის“ ინფორმაციით, გასულ წელს სირიაში 650 ბავშვია მოკლული. სპეციალისტების თქმით, მცირეწლოვნების გარდაცვალების მიზეზი მკვლელობის გარდა გაუსაძლისი პირობებიც იყო. ბავშვების უმრავლესობა აუცილებელი მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, სუფთა წყლისა და საკვების უქონლობის გამო დაიღუპა.