ჩინეთში გადაუღებლად თოვს. განსუს პროვინციაში რიგ მონაკვეთებზე თოვლის საფარის სიმაღლემ 20 სანტიმეტრს გადააჭარბა. უამინდობამ ყველაზე მეტად ქალაქი ჰეზუო დააზარალა, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ. წლის ამ დროს ჩინეთის ამ რეგიონში თოვლი იშვიათი მოვლენაა.