სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პოსტი ოფიციალურად დატოვა. სეულის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ის კერძო აპარტამენტში გადაიყვანეს. პან კინ ხე პარლამენტმა იმპიჩმენტის წესით გადააყენა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლომაც დაუჭირა. ყოფილი პრეზიდენტი კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი.