ოფიციალური ანკარის მხრიდან ნაციზმის ბრალდებებმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა. ამჯერად ჰოლანდიის ხელისუფლება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. ბინალი ინდირიმმა ნიდერლანდების მთავრობა ფაშისტური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა. მანამდე ანალოგიური განცხადება პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიელებს ფაშიზმის გადმონაშთი უწოდა. ანკარა მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც სოციალური პოლიტიკის მინისტრს, ფატმა ბეთულ საიან კაიას როტერდამში სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცეს და ჰოლანდიის ტერიტორია დაატოვებინეს.