ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დილის 08:00 საათიდან ე.წ. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. 35 საარჩევნო ოლქში 150-ზე მეტი უბანია გახსნილი.
ე.წ. პარლამენტში მოსახვედრად 140-მდე დეპუტატობის კანდიდატი იბრძვის. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები ჩაითვლება ჩატარებულად, თუკი მასზე ამომრჩეველთა აქტივობა 25%-ზე მეტი იქნება.
დილითვე მისცა ხმა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ. ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ გამოქვეყნდება.