პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში წუხელ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით,პოლიციის რეაქცია იყო ადეკვატური და მაღალი სტანდარტების.
„ძალიან სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.