"ამ ყველაფრის უკან დიდი ალბათობით იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი," - ეს განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ნაციონალურ მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ქვეყანაში არის უსამართლობის უზარმაზარი განცდა, არის ტოტალური უიმედობა, უპერსპექტივობის განცდა, დამცირებულობის განცდა, რისი შედეგიც არის, ის, რომ უბრალო საყოფაცხოვრებო ინციდენტი გადაიზარდა სახალხო პროტესტში. მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა ორგანიზებულ და როგორც იკვეთება წინასწარ კარგად დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ აქციაში. ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ალბათობით იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი. რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილის ყველაზე მთავარი მოკავშირე აჭარაში,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.