რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მიერ გამოცემული ბროშურები სახელწოდებით "პუტინი. შედეგები. 10 წელი" დაპატიმრებულია. მილიონიანი ტირაჟით, მოსახლეობაში გასავრცელებლად დაბეჭდილი ეს ბროშურა სანკტ-პეტერბურგში დააპატიმრეს და "ე" ცენტრში (ექსტრემიზმის წინააღმდეგობის ცენტრი) ექსპერტიზისათვის გაგზავნეს.
აღნიშნული ბროშურა ოპოზიციური მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ ერთი ლიდერის ბორის ნემცოვისა და ეკონომიტს ვლადიმერ მილოვის მიერ არის შედგენილი და მასში რუსეთში არსებული მდგომარეობის მომიხილვის გარდა, ასევე გაკრიტიკებულია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების _ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
მძღოლის მიმართ, რომელმაც ეს ბროშურები სანკტ-პეტერბურგში ჩაიტანა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლითა საქმე აღძრეს. აღნიშნული ბროშურის გავრცელება მოსახლეობაში რამდენიმე დღის წინ მოსკოვში დაიწყო. მას მეტროსადგურებთან უფასოდ არიგებდნენ. ამის შემდეგ უკვე ბროშურების 100 ათასიანი ტირაჟი სანკტ-პეტერბურგში ჩაიტანეს, სადაც დააპატიმრეს კიდეც, თუმცა ბროშურა რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებშიცაა გავრცელებული.
ნემცოვი დარწმუნებულია, რომ რუსი სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ბროშურა მკითხველამდე არ მივიდეს. ნემცოვი ასევე აცხადებს, რომ ანგარიში მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობითაა მომზადებული.
ბროშურის ავტორები აცხადებენ, რომ მათი ნაშრომის ძირითადი მიზანი "პუტინისა და ტანდემის მმართველობის რეალური შედეგები საზოგადოებისათვის გაცნობაა.".
ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორუფციაზე საუბარს, რომელიც ავტორთა მტკიცებით რუსეთის უმაღლეს ხელისუფლების ეშელონებშია გამეფებული. მასში გაქარწყლებულია "პუტინის წარმატებული მმართველობის მითები".
"გვინდა, რომ ამ ბროშურას ქვეყნის თითოეული მოქალაქე გაეცნოს და რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა ეს ბროშურა 5 მილიონიანი ტირაჟით დაგვებეჭდა. მაშინ ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები გაიგებდნენ ვინაა ვლადიმერ პუტინი და მითი იმის შესახებ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა დაიმსხვრევა", _ აცხადებს ბორის ნემცოვი.
ბროშურაში ცალკე, ყველაზე პატარა თავი აქვს დათმობილი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და მასში ნათქვამია, რომ "ხელისუფლებაში ყოფნისა პერიოდში მედვედევმა მხოლოდ სამი კრიტიკული ეპიზოდის განხორციელება შეძლო _ კონსტიტუციის შეცვლა _ რომლიც შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შეცდომითი აღიარება _ რაც თავად რუსეთის შიგნით ხელს უწყობს სეპარატისტული განწყობილებების გაღრმავებას და შეთანხმება "გაზი შავი ზღვის ფლოტის სანაცვლოდ _ რომლის შედეგად, რუსეთმა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ბაზირებისათვის 4 მილიარდი აშშ დოლარი უნდა იხადოს".