საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა, რომ გუშინ ბათუმში გამართული აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და შესაძლოა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
„საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცესყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.