საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უკვე ბათუმშია და შეხვედრებს მართავს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის ქმედებები დესტრუქციულია.
„ეს არის ქვეყანა რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას და ასევე ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისათვის რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.