უკრაინის სახალხო პარტია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკვოჩის მოუწოდებს რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი ქვეყნიდან გააძევოს. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსმა დიპლომატმა უკრაინელ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
"რუსი ელჩი, როგორც ტიპიური რუსი შოვინისტი უარყოფს ენის, კულტურისა და უკრაინელი ხალხის არსებობასაც კი. მისი განცხადება ეს მორიგი ანტიუკრაინული პროვოკაციაა, რომელიც შეურაცხყოფს თითოეული უკრაინელის ღირსებას" _ განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფანე ხმარმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კრემლისგან ელჩის შეცვლის მოთხოვნით, იანუკოვიჩი მხოლოდ ამ ფორმით შეძლებს თავისი და უკრაინელი ხალხის ღირსების დაცვას.
ხმარი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სკანდალის ჩახშობაზე არ დათანხმდება, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზურაბოვი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს და მოსკოვში გააგზავნოს.