ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერი აზიმბეკ ბაკნაზაროვი აშშ-ის სამხედრო ბაზის დათხოვნით დაიმუქრა, თუ დიდი ბრიტანეთი ყირგიზეთის ხელისუფლებას ყურმანბეკ ბაკიევის შვილს არ გადასცემს.
დროებითმა ხელისუფლება მაქსიმ ბაკიევს ფინანსურ მაქინაციებსა და ყირგზიეთის სამხრეთით უწესრიგობების დაფინანსებაში ადანაშაულებს. რამდენიმე ხნის წინ ბაკიევი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს.
ყირგიზეთმა ბაკიევის ექსტრადიციის მოთხოვნა ბრიტანეთს უკევ გაუგზავნა. ბეკნაზაროვმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება. "რამდენადაც ინგლისი და აშშ ტერორიზმს ებრძვიან და ავაიბაზის განთავსება ამ ბრძოლის ერთ-ერთი ელემენტია, მაშინ მათ მაქსიმ ბაკიევი უნდა გადმოგვცენ", _ განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ამერიკული ბაზა ყირგიზეთში 2001 წლიდან მოქმედებს. იგი განლაგებულია საერთაშორისო აეროპორტის "მანასის" ტერიტირზე და ავღანეთის კოალიციური ძალების მხარდასაჭერად გამოიყენება.