რუსეთმა თურქული ბოსტნეულისა და ყვავილების იმპორტზე შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახური იტყობინება. ცნობილი ხდება ისიც, რომ ავიაკომპანია პობედა 21 აპრილიდან ალანიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. რუსული სანქციების მოხსნა მოსკოვში თურქეთის ლიდერის ვიზიტს დაემთხვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანს პუტინს დღეს შეხვდება.