აჭარაში Discount Week იწყება. არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით,11-დან 26 მარტის ჩათვლით აჭარაში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ის გაიმართება.
აჭარაში განტავსებული სასტუმროების ჩამონათვალის, ფასების და პრომო კოდის მისაღებად ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://georgia.travel/discounts
Discount Week თებერვალში კახეთში გაიმართა, ეხლა კი მისი მასპინძელი აჭარაა.
Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტის მიზანია, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, წესების და პირობების გასაცნობად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე. www.gnta.ge