აშშ ყირგიზეთს 32 მილიონ დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა მარშალის ცენტრში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ ყირგიზეთის დახმარებისთვის მომავალში კვლავ გაზრდის.
ამასთან, გორდონი რუსეთთან ერთად ყირგიზეთის სამხრეთით შექმნილი ვითარების გამო ერთობლივ სპეცოპერაციის ჩატარებას გამორიცხავს.
ამ დროისთვის ყირგიზეთს ჰუმანიტარული დახმარება გაერომ, გერმანიამ, რუსეთმა უკვე გაუგზავნა.