9 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართება საჯარო სხდომა, სადაც კომისია იმსჯელებს შპს "ყაზტრანსგაზ თბილისისათვის" მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენისა და შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის" ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე.