ლამისყანის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება. სოფლის მცხოვრებლები ორი თვის წინ გატაცებული ექვსი ლამისყანელის გათავისუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულების წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა ტყვეები ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის 6 მცხოვრები ორი თვის წინ ოსმა სეპარატისტებმა ტყეში შეშის შეგროვებისას გაიტაცეს.